Multilingual Folk Tale Database


Κόραξ καὶ ἀλώπηξ (Αἴσωπος)

მელა და ყვავი Azeria eta erroia
unknown author unknown author
Georgian Basque

ერთხელ მელამ დაინახა, რომ ყვავი ხეზე შემომჯდარიყო და ნისკარტით ყველის მოზრდილი ნაჭერი ეჭირა.
“სჯობს ახლავე დაემშვიდობო, მაგ ყველის ნაჭერსო” – ჩუმად ჩაიცინა მელამ და ხეს მიუახლოვდა.
“დილა, მშვიდობისა ბატონო ყვავოო”- მხიარულად შესძახა მელამ ყვავს და საუბარი განაგრძო:
“დღითიდღე უფრო მშვენიერდებით, როგორი ფაფუკი ბუმბული გაქვთ და რა ნათელი თვალები. რატომ არ მღერით? დარწმუნებული ვარ სხვა ფრინველებს შეშურდებათ თქვენი სიმღერის. გთხოვთ მომასმენინოთ, როგორ მღერის ფრინველთა დედოფალიო..”
ყვავს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, თავი მაღლა აწია და სიმღერა დაიწყო, თუმცა როგორც კი პირი გააღო, ყველის ნაჭერი მიწაზე ჩამოუვარდა და მელამ დაიჭირა.
“ზუსტად ეს მინდოდაო” – გაიცინა მელამ. “თუმცა სიკეთეს გამოვიჩენ და დასასრულს ყველის სანაცვლოდ ერთ რჩევას მოგცემ: მლიქვნელებს არასდროს ენდოო..”

Egun batean erroi bat arbola baten gainean zegoen eta gazta-zati goxo bat zuen mokoan.

Bat-batean azeri bat agertu zen eta, gazta ikusi ondoren, oso azkar erroiari esan zion: “ Egun on, erroia! Zein polita zaren! Bai polit abesten duzula!

Oso pozik, erroia abesten hasi zen eta orduan gazta lurrera erori zitzaion. Momentu hartan, azeriak gazta hartu zuen eta joan egin zen.

Erroiak oso haserre zin egin zuen: “ Hemendik aurrera ez dut inoiz abestuko”.



Change: Change: